ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ორი მატჩი გამართა – ქართველმა ხელბურთელებმა 13 და 16 მარტს ბოსნიის ნაკრები ორჯერ დაამარცხეს – თბილისში 28:26, ხოლო ბოსნიაში 22:20.

შესარჩევი მატჩების შემდეგ ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF EURO) ოფიციალურმა გვერდმა მესამე და მეოთხე ტურების სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გიორგი ცხოვრებაძე მოხვდა.

ბოსნიასთან მატჩებში ცხოვრებაძემ 16 გოლი გაიტანა (11 თბილისში, 5 ბოსნიაში), თბილისში გამართულ შეხვედრაში კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მომდევნო მატჩს 8 მაისს თბილისში საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და მოგების შემთხვევაში ოფიციალურად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას, ხოლო შესარჩევ ტურნირს 11 მაისს ისლანდიაში მატჩით დაასრულებს.