ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძე ევროპის ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპის თანაბომბარდირი გახდა #1TVSPORT
ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძე ევროპის ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპის თანაბომბარდირი გახდა #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის თანაბომბარდირი გახდა.

კონტინენტის პირველობაზე ცხოვრებაძემ სამ თამაშში 29 გოლი გაიტანა. ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა პორტუგალიელ ფრანსისკო კოშტას.

ქართველმა ხელბურთელმა პირველ ტურში ხორვატიის ნაკრებს 7 გოლი გაუტანა, ხოლო შვედეთისა და ნიდერლანდების კარში 11-11 გოლის გატანა შეძლო. მან მეტოქეთა კარისკენ, ჯამში, 47-ჯერ დაარტყა და სიზუსტის მაჩვენებელმა თითქმის 62 პროცენტი შეადგინა.

შვედეთთან ცხოვრებაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და სპეციალური პრიზიც გადასცეს.

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა კონტინენტის პირველობაზე ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა.