ხელბურთი | გავაშელიშვილი სერბეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია - ქართველი ხელბურთელი გადამწყვეტი მატჩის MVP გახდა #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წევრი მირიან გავაშელიშვილი სერბეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა – „მეტალოპლასტიკამ“ გადამწყვეტ მატჩში „პანცევო“ 31:27 დაამარცხა და ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა.
„ბრინჯაოს ფინალში“ გავაშელიშვილმა ორი გოლი გაიტანა, თამაშის შემდეგ კი ქართველ ხელბურთელს, ბრინჯაოს მედალთან ერთად, მატჩის MVP-ის ჯილდოც გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ „მეტალოპლასტიკაში“ ეს გავაშელიშვილის ბოლო მატჩი იყო – ქართველი ხელბურთელი ახალი სეზონიდან პოლონეთის ჩემპიონატის კლუბ „ოსტროვიაში“ ითამაშებს.
გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში „გუმერსბახმა“ საკუთარ მოედანზე „ლაიპციგი“ დაძაბულ მატჩში ერთი ბურთის სხვაობით დაამარცხა – 32:31. მასპინძელთა შემადგენლობაში გიორგი ცხოვრებაძემ 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
გერმანიის ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „გუმერსბახი“ 38 ქულით მეშვიდე ადგილზეა.
საფრანგეთის სტარლიგაში ერეკლე არსენაშვილის „ტრემბლი“ საკუთარ მოედანზე „ჩამბერთან“ 29:32 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 50 წუთი ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.