ხელბურთი | ევროპის ლიგაზე გიორგი ცხოვრებაძემ დუბლი შეასრულა #1TVSPORT
ხელბურთი | ევროპის ლიგაზე გიორგი ცხოვრებაძემ დუბლი შეასრულა #1TVSPORT

ევროპის ლიგის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე გიორგი ცხოვრებაძის „გუმერსბახმა“ საკუთარ მოედანზე უნგრულ „ტატაბანიას“ უმასპინძლა და 33:27 დაამარცხა.

ეს გუნდები რამდენიმე დღის წინ უნგრეთში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინაც გერმანელებმა მოიგეს – 44:29. იმ შეხვედრაში გიორგიმ სამი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს მოედანი უგოლოდ არც ამჯერად დაუტოვებია და უნგრელთა კარში თავი დუბლით გამოიჩინა.

„გუმერბახი“ მომდევნო მატჩს ჯგუფის ლიდერთან, „ფლენსბურგთან“ სტუმრად გამართავს.

ხუთი ტურის შემდეგ „გუმერსბახი“ 6 ქულით მეორე ადგილზეა, ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ მეოთხედფინალში გადის, მეორე-მესამეადგილოსნები კი მერვედფინალში ითამაშებენ.