ხელბურთი | ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები 15 მაისს გამოვლინდებიან - წილისყრა დანიაში გაიმართება #1TVSPORT
ხელბურთი | ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები 15 მაისს გამოვლინდებიან - წილისყრა დანიაში გაიმართება #1TVSPORT

დასრულდა ხელბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩვი ეტაპი და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც 2026 წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ. მათ შორის არის საქართველოს ნაკრებიც, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს.

მასპინძლები – დანია, ნორვეგია და შვედეთი ჩემპიონატზე ავტომატურად იყვნენ დაშვებულნი. მათ გარდა, ტურნირზე ითამაშებენ: საქართველო, საფრანგეთი, ისლანდია, ხორვატია, სლოვენია, პორტუგალია, უნგრეთი, ჩეხეთი, გერმანია, მონტენეგრო, ესპანეთი, ფარერის კუნძულები, ნიდერლანდები, ავსტრია, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, სერბეთი, იტალია, რუმინეთი, შვეიცარია და უკრაინა.

ფინალური ეტაპის წილისყრა 15 მაისს დანიაში გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდებიან.

წილისყრამდე ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მონაწილე გუნდები კალათებში გადაანაწილა, საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაში მოხვდა.

პირველი კალათა: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, გერმანია, უნგრეთი, სლოვენია;

მეორე კალათა: პორტუგალია, ნორვეგია, ისლანდია, ხორვატია, ესპანეთი, ფარერის კინძულები;

მესამე კალათა: ავსტრია, ნიდერლანდები, მონტენეგრო, ჩეხეთი, პოლონეთი, ჩრდ. მაკედონია;

მეოთხე კალათა: სერებთი, საქართველო, შვეიცარია, რუმინეთი, უკრაინა, იტალია.

ფინალურ ეტაპზე გუნდები ექვს ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან, ორ-ორი საუკეთესო მომდევნო რაუნდში გავა, სადაც ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება და პირველ-მეორე ადგილოსნები ნახევარფინალებში დაწყვილდებიან, მესამეადგილოსნები კი მეხუთე პოზიციის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ.

ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 15 იანვრიდან პირველი თებერვლის ჩათვლით დანაში, შვედეთსა და ნორვეგიაში გაიმართება.