ხელბურთი | ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია #1TVSPORT
ხელბურთი | ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს – კონტინენტის პირველობა 2026 წლის 15 იანვრიდან პირველი თებერვლის ჩათვლით სამ ქვეყანაში, შვედეთში, დანიასა და ნორვეგიაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები შვედეთის, ხორვატიისა და ნიდერლანდნების ნაკრებები იქნებიან.

ქართველი ხელბურთელები შეხვედრებს შვედეთის ქალაქ მალმეში, „მალმე არენაზე“ ჩაატარებენ, ცნობილია ჩვენი ჯგუფის კალენდარიც:

17 იანვარი, 2026

ხორვატია – საქართველო

შვედეთი – ნიდერლანდები

19 იანვარი, 2026

საქართველო – შვედეთი

ნიდერლანდები – ხორვატია

21 იანვარი, 2026

ნიდერლანდები – საქართველო

შვედეთი – ხორვატია