ხელბურთი | ერეკლე არსენაშვილი ანდალუსიის თასის გამარჯვებულია #1TVSPORT

16:00, 02.09.2023

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ესპანური „ხიმენეს პუენტას“ მოთამაშე ერეკლე არსენაშვილი ანდალუსიის თასის გამარჯვებულია. ფინალში მისმა გუნდმა „მალაგა“ 28:25 დაამარცხა და პრესტიჟული თასი მეცხრედ მოიგო.

ერეკლემ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში.

ტრუნირის შემდეგ არსენაშვილის გუნდი ესპანეთის Liga Asobal-ის მატჩებისთვის განაგრძობს მზადებას.

მსგავსი