ხელბურთი | EHF-ის ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი დაამარცხა #1TVSPORT
თელავში დაიწყო EHF-ის ჩემპიონატი (Men’s 18 EHF Championship) 18-წლამდე ვაჟ ხელბურთელთა შორის, რომელშიც ექვსი ნაკრები მონაწილეობს: საქართველო, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, კოსოვო და კვიპროსი.
ქართელმა ჭაბუკებმა პირველი მატჩი დიდ ბრიტანეთთან გამართა და მეტოქე 31:24 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვახტანგ ხარებაშვილი დასახელდა, რომელმაც ექვსი გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრები:
ვახტანგ ხარებაშვილი (6 გოლი), ნიკოლოზ მამულაშვილი (6), გიორგი კაპანაძე (6), ვანო გურგენიძე (5), ნიკოლოზ ნარიმანიძე (2), საბა შუბაშიშვილი (2), დიმიტრი თორია (1), ნიკოლოზ ბიბლაია (1), გიორგი მაზანიშვილი (1), საბა ბუიღლიშვილი (1), ნიკოლოზ ბოჟაძე, ალექსანდრე ბოჟაძე, შოთა ახვლედიანი.
საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი:
3 აგვისტო | საქართველო – ბულგარეთი;
5 აგვისტო | საქართველო – კვიპროსი;
6 აგვისტო | საქართველო – კოსოვო;
8 აგვისტო | საქართველო – ბელგია.