ხელბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში დანიის ნაკრებმა გერმანია 34:27 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა.
გერმანიის ნაკრებმა პირველ ტაიმში მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწია და პირველი ნახევარი ორი ბურთის სხვაობით, 16:18 წააგო.
მეორე ტაიმში დანია უფრო აქტიურად ათამაშდა, უპირატესობა თანდათან გაზარდა და საბოლოოდ, შვიდი ბურთის სხვაობით, 34:27 მოიგო.
მესამე ადგილისთვის მატჩში ხორვატიის ნაკრებმა ისლანდიას 34:33 სძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.