ხელბურთი | ცხოვრებაძემ ხორვატიის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში ოთხი გოლი გაიტანა #1TVSPORT
ხელბურთი | ცხოვრებაძემ ხორვატიის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში ოთხი გოლი გაიტანა #1TVSPORT

ხელბურთში ხორვატიის ჩემპიონატის პირველ ტურში „ზაგრებმა“ დიდი ანგარიშით, 39:18 „ტროგირი“ დაამარცხა.

„ზაგრების“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ლიდერმა, გიორგი ცხოვრებაძემ, რომელიც ხორვატულ კლუბში ცოტა ხნის წინ გერმანული „გუმერსბახიდან“ გადავიდა.

ცხოვრებაძემ „ტროგირთან“ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.