ხელბურთი | არსენაშვილმა საფრანგეთში ხუთი გოლი გაიტანა, გავაშელიშვილის გუნდი სერბეთში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ხელბურთელებმა ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი მატჩები გამართეს.
საფრანგეთში ერეკლე არსენაშვილის „ტრემბლმა“ სტუმრად „ივრი“ 40:33 დაამარცხა. არსენაშვილმა 23 წუთი ითამაშა და ხუთი გოლი გაიტანა.
სერბეთის ჩემპიონატის პლეი ოფში მირიან გავაშელიშვილის „მეტალოპლასტიკა“ ფინალში გასასვლელად იბრძოდა. ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში „მეტალოპლასტიკამ“ საკუთარ მოედანზე „ვოევოდინა“ 34:32 დაამარცხა, საპასუხო მატჩში, „ვოევოდინის“ მოედანზე 31:36 დამარცხდა და ბრძოლას ბრინჯაოს მედლებისთვის გააგრძელებს. „ვოევოდინასთან“ საპასუხო შეხვედრაში გავაშელიშვილმა ორი გოლი გაიტანა.
მესამე ადგილისთვის მატჩში „მეტალოპლასტიკა“ „პანცევოს“ დაუპირისპირდება.