ხელბურთი | 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
2 აგვისტოს თელავში 18-წლამდე ვაჟ ხელბურთელთა შორის EHF-ის ჩემპიონატი (Men’s 18 EHF Championship) იწყება, რომელშიც ექვსი ნაკრები მონაწილეობს: საქართველო, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, კოსოვო, კვიპროსი.
ამ ტურნირისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში ემზადებოდა, 30 ივლისიდან კი ტურნირის მასპინძელ თელავში გადაინაცვლა.
ქართველი ხელბურთელები პირველ მატჩს 2 აგვისტოს, 18:15 საათზე დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ გამართავენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: 12. საბა დიასამიძე, 1. გიორგი კენჭაძე, 16. ლევან ტვილდიანი
მოედნის მოთამაშეები: 10. ნიკოლოზ მამულაშვილი, 30. გიორგი კაპანაძე, 24. გიორგი მაზანიშვილი, 8. ვაახტანგ ხარებაშვილი, 20. ნიკოლოზ ბიბლაია, 27. საბა ბუიღლიშვილი, 7. ნიკოლოზ ბოჟაძე, 28. ვანო გურგენიძე, 13. ნიკოლოზ თორია, 18. ნიკოლოზ ნარიმანიძე, 11. ალექსანდრე ბოჟაძე, 19. ანდრია ბურჯალიანი. 4. საბა შუბაშიშვილი, 114. შოთიკო ახვლედიანი.
მთავარი მწვრთნელი – შოთა თევზაძე
მწვრთნელი – გიორგი ქობელაშვილი
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ჯგუფურ ეტაპზე:
2 აგვისტო | საქართველო – დიდი ბრიტანეთი;
3 აგვისტო | საქართველო – ბულგარეთი;
5 აგვისტო | საქართველო – კვიპროსი;
6 აგვისტო | საქართველო – კოსოვო;
8 აგვისტო | საქართველო – ბელგია.