ხელბურთელთა ნაკრების წევრი რატი მსხვილიძე მაკედონიაში გადავიდა

01:02, 18.11.2017

მაკედონიაში მოთამაშე ქართველ ხელბურთელებს თემურ ორჯონიკიძესა და რებაზ ჭანტურიას მარჯვენა ინსაიდი რატი მსხვილიძეც დაემატა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშე ქალაქ ბიტოლას კლუბ “რაბოტნიკში” რამდენიმე დღის წინ ჩაირიცხა.

ახალ კლუბში პირველი მატჩი მსხვილიძემ სწორედ ქართველების წინააღმდეგ ითამაშა – ეს ქალაქ ბიტოლას დერბი გახლდათ, “პელისტერი” “რაბოტნიკის” შეხვდა და 25:17 გაიმარჯვა.

ორჯონიკიძემ 11 გოლი გაიტანა, ჭანტურიამ – 3, ხოლო მსხვილიძემ სეზონი 1 გატანილი გოლით დაიწყო.

“პელისტერმა” პირველ წრეში 8 მატჩიდან 7 მოიგო და 21 ქულით პირველ ადგილზეა. მეორეზე 16 ქულით მსხვილიძის “რაბოტნიკი” გახლავთ.

მსგავსი