ხეცურიანის მეორე ოქრო მსოფლიო თასზე, თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები წარმატებით აგრძელებს გამოსვლას პიზის 2022 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.
ტურნირის მეორე დღეს მეორე ოქროს მედალი მოიპოვა ირმა ხეცურიანმა. რაპირით ასპარეზობის ნახევარფინალში მან ფრანგი მოწინააღმდეგე სტეფან მალანდროტი ანგარიშით 15:4 დაამარცხა, ფინალში კი ამერიკელ ელენ გედესს 15:10 მოუგო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ასევე წარმატებულად გამოვიდა ტურნირზე ნინა თიბილაშვილიც, ქართველმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგ ბრიანა ვიდესს 12:7 სძლია და შეჯიბრზე მეორე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.