ხავიერ კოლომინა – საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა „ტვიტერის“ მიკრობლოგზე წერს და აქვე აზიარებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას.
„საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა და უსაფრთხოების ზომები, უცხოური ჩარევისგან თავისუფლად“, – წერს კოლომინა.
Georgia is a very valued partner. @NATO supports the sovereignty and territorial integrity of 🇬🇪 and its Euro Atlantic aspirations. Every country has the right to choose its own path and security arrangements free from foreign interference https://t.co/7NhDClvCt3
— Javier Colomina (@JavierColominaP) January 26, 2022