ხავიერ კოლომინა – ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა, „ტვიტერზე“ აგვისტოს ომის შესახებ წერს.
კოლომინას თქმით, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს.
„როგორც მადრიდის სამიტზე იყო დადასტურებული, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავაც მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს მისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოდან“, – წერს კოლომინა.
As reiterated at #MadridSummit, #NATO strongly supports the sovereignty and territorial integrity of Georgia within its internationally recognised borders, and continues to call on Russia to meet its international obligations and commitments and withdraw its forces from Georgia
— Javier Colomina (@JavierColominaP) August 8, 2022