ხავი თბილისურ შთაბეჭდილებებზე - მადლობა ყველას, ვინც ამდენი სიყვარული გამოხატეთ, მომავალ შეხვედრამდე, ჩემო საქართველო #1TVSPORT
თბილისში დასრულდა „ლევანტეს“ საზაფხულო კემპი და ვალენსიური კლუბის ციფრული სტრატეგიის კონტენტის მენეჯერმა, ხავიმ (კემპის ერთ-ერთი კოორდნატორი იყო) კლუბის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში შთაბეჭდილებები გააზიარა.
„შინ შთაბეჭდილებებით დახუნძლული დავბრუნდი. სანამ გონზე მოვალ, მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი ქოჩორაშვილს, რომელმაც უზარმაზარი შრომა ჩადო ახალგაზრდების მხარდასაჭერად.
ჩემი დაუვიწყარი მოგზაურობა ლეგენდარულ ძიუდოისტთან, ლაშა ბექაურთან შეხვედრით დაგვირგვინდა. ჩემთვის უდიდესი პატივია ამ მაგარი ადამიანის გაცნობა! ყოველთვის ჩემს გულში იქნები. მალე გნახავ, საქართველო.
იმედი მაქვს, ეს მხოლოდ ჩვენი ურთიერთობის დასაწყისია და წინ უფრო დიდი გეგმები გველოდება. ბოლოს, მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც ამდენი სიყვარული გამოხატეთ ჩემ მიმართ. მომავალ შეხვედრამდე, ჩემო საქართველო“, – წერს ხავი.
მანამდე ხავიმ „ლევანტეს“ გვერდზე სახალისო პოსტი გამოაქვეყნა: „ძალიან კარგად ვიცი, რამაც შემაყვარა ჩემი თბილისი და ფიროსმანი“.