„ბარსელონას“ მწვრთნელი ხავი თვლის, რომ „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის შედეგი (1:1) სამართლიანი არ იყო და ესპანური გუნდი მოგებას იმსახურებდა.
„იმედგაცრუებულები ვართ შედეგით, რადგან შეტევაში „ნაპოლიმ“ თითქმის ვერაფერი მოახერხა, მხოლოდ ერთი შანსი მივეცით. ვფიქრობ, ყველაზე სამართლიანი შედეგი გამარჯვება იქნებოდა.
იტალიელები მას შემდეგ გამოფხიზლდნენ, როცა ჩვენ ინიციატივა მოვიპოვეთ და ლევანდოვსკის გოლით დავწინაურდით. სწორედ მაშინ არ უნდა გავჩერებულიყავით და ასევე აქტიურად გვეთამაშა, მაგრამ ესაა ჩემპიონთა ლიგა, სადაც მოდუნებას არავინ გაპატიებს.
ამის მიუხედავად, ძალიან მომეწონა „ბარსელონას“ თამაში. პროგრესი დავინახე დაცვასა და შეტევაში“, – განაცხადა ხავიმ.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 12 მარტს გაიმართება. „ბარსელონა“ იტალიის ჩემპიონს „მონჟუიკზე“ უმასპინძლებს.