ხათუნა ზახაშვილი - ყველაფერი კეთდება, რათა ინფექციის შემდგომი გავრცელებისგან დაცული იყოს თითოეული აბიტურიენტი
ხათუნა ზახაშვილი - ყველაფერი კეთდება, რათა ინფექციის შემდგომი გავრცელებისგან დაცული იყოს თითოეული აბიტურიენტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად საგამოცდო სივრცეებში, რომელთა უსაფრთხოების ხარისხი კიდევ უფრო მაღალია, ყველაფერი კეთდება, რომ გამოცდები წარმატებით დასრულდეს.

„სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოფილი იქნება, რომ საგამოცდო მარათონი ყველა აბიტურიენტმა სპეციალურად გამოყოფილ იმ სივრცეებში, რომელთა უსაფრთხოების ხარისხი კიდევ უფრო მაღალია, წარმატებით დასრულდეს.

ზოგადად, გამოცდის პროცესში იმდენად კარგად იყო დაცული უსაფრთხოების ზომები, რომ აბიტურიენტების ინფიცირების საფრთხე მინიმალურია. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ინფექციის შემდგომი გავრცელებისგან დაცული იყოს თითოეული აბიტურიენტი.

დღეს როდესაც ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას, ახალგაზრდებს აქვს საპასუხისმგებლო პერიოდი, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ისედაც დაძაბული პერიოდი წარმატებით გაიარონ“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

დატოვე კომენტარი