ხათუნა ზახაშვილი - სასტუმროების შიგნით საერთო შეხვედრის სივრცეებში ადამიანთა დამატებითი შეხვედრები შეზღუდული და მინიმიზებული უნდა იყოს
ხათუნა ზახაშვილი - სასტუმროების შიგნით საერთო შეხვედრის სივრცეებში ადამიანთა დამატებითი შეხვედრები შეზღუდული და მინიმიზებული უნდა იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, სასტუმროებისა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებისთვის უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით რეკომენდაციები შემუშავებულია.

ამასთან, როგორც მან ფეისბუქლაივის დროს განაცხადა, ჩვეულებრივ, სასტუმროში ჰიგიენის წესები უნდა იყოს დაცული, ასევე დამატებითი რეკომენდაციები გაიცემა სასტუმროების შიგნით თავშეყრის ადგილების შესახებ.

„ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები შემუშავებული ასეთი ტიპის დაწესებულებებისთვის. ჩვეულებრივ, ნორმალურ სასტუმროში დასუფთავების რეჟიმები და ჰიგიენის წესები უნდა იყოს დაცული. უფრო მეტად გამკაცრებას მოითხოვს და ალბათ გაიცემა დამატებითი რეკომენდაციები თავშეყრის ადგილების შესახებ სასტუმროების შიგნით, რომელიც ასევე უნდა იყოს შეზღუდული და მინიმიზებული ადამიანთა დამატებითი შეხვედრები საერთო შეხვედრის სივრცეებში, სასტუმროებში“, – განაცხადა ზახაშვილმა.