ხათუნა სამნიძე - ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თბილი დახვედრა და მისი თითოეული სიტყვა ცხადყოფდა, რომ ლუქსემბურგი არის ჩვენი პარტნიორი ევროპულ გზაზე
ხათუნა სამნიძე - ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თბილი დახვედრა და მისი თითოეული სიტყვა ცხადყოფდა, რომ ლუქსემბურგი არის ჩვენი პარტნიორი ევროპულ გზაზე

ვიცე-სპიკერის ძალიან თბილი დახვედრა და მისი თითოეული სიტყვა ცხადყოფდა, რომ ლუქსემბურგი არის ჩვენი პარტნიორი ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ლუქსემბურგის პარლამენტში შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

ხათუნა სამნიძის თქმით, რეფორმების გასატარებლად და საქართველოს ევროპული პერსპექტივის გაძლიერების კუთხით პარტნიორებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია.

„ჩვენს ევროპულ გზაზე და ამ პერსპექტივის გასაძლიერებლად, რეფორმების გასატარებლად უმნიშვნელოვანესია პარტნიორებთან შეხვედრა, მათი მხარდაჭერა იმ საკითხების მოგვარებაზე, რომლის რეკომენდაციაც გვაქვს. ვისაუბრეთ ყველა საკითხზე. ვიცე-სპიკერის ძალიან თბილი დახვედრა და მისი თითოეული სიტყვა ცხადყოფდა, რომ ლუქსემბურგი არის ჩვენი პარტნიორი ევროპულ გზაზე. შეხვედრის დროს განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა იგრძნობოდა, როდესაც ვსაუბრობდით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, ისევე როგორც რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეზე, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ მთელი ცივილიზებული ევროპისთვის, არამედ საქართველოსთვისაც“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.