ხათუნა სამნიძე - ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა და საზოგადოებამ ნახოს, სად დგას „ქართული ოცნება“
ხათუნა სამნიძე - ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა და საზოგადოებამ ნახოს, სად დგას „ქართული ოცნება“

საგამოძიებო კომისიის შექმნა არის კონსტიტუციური უფლება და 50 ხმა და 50 დეპუტატი არის საკმარისი იმისთვის, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიციაზეა უმრავლესობა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძის თქმით, ოპოზიცია გაჩერებას არ აპირებს.

„უმრავლესობამ ჩათვალა, რომ არც კონსტიტუცია აინტერესებთ, არც რეგლამენტი, არც საზოგადოებრივი პოზიცია, არც ჩვენი პარტნიორების პოზიცია, არც პარლამენტის მუშაობა. არაფერი აინტერესებს „ქართულ ოცნებას“, გარდა კლანის დაცვისა, გადაფარებისა, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებისა. ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია გაჩერდება, ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიყოთ 50, დავარეგისტრიროთ და ვიმსჯელოთ ასევე „ქოლცენტრების“ გამოძიების კომისიის შექმნაზე, ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა ამ საკითხებთან დაკავშირებით და საზოგადოებამ ნახოს, სად დგას „ქართული ოცნება“, – განაცხადა სამნიძემ.