ხათუნა სამნიძე - საზოგადოების დაკვეთა დიალოგი, თანამშრომლობა, კოალიციური მთავრობაა, რაც განხორციელებადია
ხათუნა სამნიძე - საზოგადოების დაკვეთა დიალოგი, თანამშრომლობა, კოალიციური მთავრობაა, რაც განხორციელებადია

ოპოზიციურმა პარტიებმა ის ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ უჭერდა, უნდა დაარწმუნოს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად კოალიციური მთავრობის ფარგლებში ითანამშრომლებენ. თავის მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ ქალაქებში ერთპარტიული მმართველობა არ იქნება, – ამის შესახებ „რექსპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქის მმართველობა კოალიციური რომ იყოს, კარგია.

„საზოგადოების დაკვეთა სწორედ დიალოგი, თანამშრომლობა, კოალიციური მთავრობაა, რაც განხორციელებადია. როცა ამომრჩეველი დაიჯერებს, რომ ეს ასე გაკეთდება, გაუჩნდება მოტივაცია, მივიდეს არჩევნებზე და ოპოზიციურ კანდიდატს მისცეს ხმა. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ და მისმა პატიმრობამ არჩევნების შედეგებზე გავლენა უკვე იქონია. არჩევნებამდე ორი დღით ადრე ვითარება დაიძაბა და სრულიად პოლარიზებული გახდა, რაც შედეგებზეც აისახა. დღეს უკვე ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი საარჩევნო კამპანია ექნებათ ოპოზიციურ კანდიდატებს იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, ვინც პირველ ტურში ერთ ან მეორე კანდიდატს მხარს არ უჭერდა, დაარწმუნოს, რომ ცვლილებებისათვის მისი საარჩევნო ყუთთან მისვლა აუცილებელია. ეს ჩვენი ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობა და ტვირთია“, – განაცხადა სამნიძემ.

დატოვე კომენტარი