ხათუნა სამნიძე - სამწუხაროდ, როდესაც თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს იჭერენ და მძევლად აჰყავთ, ჩვენს ქვეყანას სათანადო რეაქცია არ აქვს
ხათუნა სამნიძე - სამწუხაროდ, როდესაც თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს იჭერენ და მძევლად აჰყავთ, ჩვენს ქვეყანას სათანადო რეაქცია არ აქვს

სამწუხაროდ, როდესაც თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს იჭერენ და მძევლად აჰყავთ, ჩვენს ქვეყანას სათანადო რეაქცია არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, დღეს, როდესაც თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს იჭერენ და მძევლად აჰყავთ, სათანადო რეაქცია არ აქვს ჩვენს ქვეყანას, რომელიც ვალდებულია ამ დროს ძალიან მკაფიო, მკაცრი და ხმამაღალი განცხადებები ჰქონდეს.

მაშინ, როცა მთელი მსოფლიო უყურებდა, როგორ გაიტაცა და მძევლად აიყვანა ლუკაშენკომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი, ჩვენ ვნახეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უბრალო ტვიტი, შიშნარევი, რომელიც რაღაც მოგზაურობის თავისუფლებაზე საუბრობდა, მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოს ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდა ამ ტერორისტულ აქტზე“, – განაცხადა  ხათუნა სამნიძემ.