ხათუნა სამნიძე - სააკაშვილის გათავისუფლება, „ფრი მიშა“ არის მისი მხარდამჭერების კამპანია, ეს არ არის სხვა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი
ხათუნა სამნიძე - სააკაშვილის გათავისუფლება, „ფრი მიშა“ არის მისი მხარდამჭერების კამპანია, ეს არ არის სხვა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი

მიშას გათავისუფლება, „ფრი მიშა“ არის მისი მხარდამჭერების კამპანია, ეს არ არის სხვა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ამას ძალიან კარგად ხედავს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული კამპანია უნდა იყოს ცალკე, ხოლო პოლიტიკური დღის წესრიგი ცალკე.

„მიშას გათავისუფლება, კამპანია „ფრი მიშა“ არის მისი მხარდამჭერების კამპანია, ეს არ არის სხვა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი. როგორც ჩანს, ამას ძალიან კარგად ხედავს მესამე პრეზიდენტი და თვლის, რომ ეს კამპანია უნდა იყოს ცალკე, ხოლო პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა იყოს ცალკე, მე ეს წავიკითხე მისი განცხადებიდან“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს.