ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნება“ თუ შარლ მიშელის შეთანხმებას დაარღვევს და არ შეაჩერებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, საუბარი იქნება სანქციებზე
ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნება“ თუ შარლ მიშელის შეთანხმებას დაარღვევს და არ შეაჩერებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, საუბარი იქნება სანქციებზე

ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებას გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. თუ „ქართული ოცნება“ შეთანხმებას დაარღვევს და არ შეაჩერებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, საუბარი იქნება სანქციებზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი პუნქტები უნდა შესრულდეს.

„დღეს, პარტნიორების მხრიდან განცხადება ვიხილეთ, სადაც ღიად და მკაფიოდ წერია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა არის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტად დარღვევა. ნახსენებია სანქციები, ეს არის მორიგი გაფრთხილება, ასეთი გაფრთხილებები გააქტიურდება და უფრო მკაცრი გახდება. „ქართულ ოცნებას“ შევახსენებ, რომ ინტერპრეტაციების დრო არ არის, ყველა პუნქტის შესრულების ვალდებულება აიღეს მხარეებმა და ეს დოკუმენტი უნდა შესრულდეს. იგულისხმება სასამართლო რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები და ასევე ძალაუფლების გადანაწილება, რისი მიმართულებითაც „ქართულ ოცნებას“ ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს და ეს აჩვენებს, რომ ეშინია ძალაუფლების გადანაწილების და იმის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე 43 პროცენტს ვერ აიღებს“, – განაცხადა სამნიძემ.

დატოვე კომენტარი