ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნება“ არის კლანის გაგრძელება და ერთად მოქმედებენ, ხელისუფლებამ კლანს ერთგულება დაუდასტურა
ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნება“ არის კლანის გაგრძელება და ერთად მოქმედებენ, ხელისუფლებამ კლანს ერთგულება დაუდასტურა

„ქართული ოცნება“ არის კლანის ნაწილი და ამის დასტურია კენჭისყრის მეორედ ჩაგდება. კომისიაში შესაძლებელი იქნებოდა სიმართლის დადგენა, რაც არ უნდა ხელისუფლებას და ცდილობს, სხვადასხვა მეთოდით პარლამენტის ბლოკირება მოახდინოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძის თქმით, „ქართული ოცნება“ სარგებლობს, რომ ოპოზიციაში არის ზუსტად 50 ხმა და ცდილობს, მოძებნოს მომენტი, როდის შეიძლება ამ საკითხის კენჭისყრაზე გატანა ისე, რომ საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდეს“.

„როცა უმრავლესობა ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა კომისია არ შეიქმნას, ეს ნიშნავს, რომ უკანონობასაც გააკეთებენ. კომისიის ჩაგდებით გაცილებით მეტი ითქვა, ვიდრე მისი შექმნით შეიძლება, გაგვეგო – „ქართული ოცნება“ არის კლანის გაგრძელება და ერთად მოქმედებენ. ხელისუფლებამ კლანს ერთგულება დაუდასტურა“, – განაცხადა სამნიძემ.

კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერც დღეს შედგა.