ხათუნა სამნიძე - „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, ნიკა მელიას უფლებამოსილება მოუხსნას, რადგან ასე სჭირდება
ხათუნა სამნიძე - „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, ნიკა მელიას უფლებამოსილება მოუხსნას, რადგან ასე სჭირდება

„ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, ნიკა მელიას უფლებამოსილება მოუხსნას, რადგან მას ასე სჭირდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, პარლამენტის დატოვების შესახებ ნიკა მელიას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

„მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს, როცა მას უფლებამოსილებას უწყვეტს. როცა სჭირდებოდა „ქართულ ოცნებას“, მაშინ ოპოზიციის ინდივიდუალური განცხადებები არ დააკმაყოფილა და კანონი დაარღვია. დღეს „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, ნიკა მელიას უფლებამოსილება მოუხსნას, რადგან მას ასე სჭირდება“, – განაცხადა სამნიძემ.

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.