ხათუნა სამნიძე - პრეზიდენტის გადაწყვეტილება სერიოზული პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ ყველას ხელმოწერა იყოს დოკუმენტზე
ხათუნა სამნიძე - პრეზიდენტის გადაწყვეტილება სერიოზული პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ ყველას ხელმოწერა იყოს დოკუმენტზე

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და მას დოკუმენტზე ყველა პარტიის ხელმოწერისკენ პირველ სერიოზულ ნაბიჯად აფასებს.

სამნიძის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მან დაინახა ფართო შეთანხმების შესაძლებლობა.

„ეს არის სერიოზული პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ პარტიებმა დაინახონ ეს პროცესი და ყველას ხელმოწერა იყოს ამ დოკუმენტზე. პრეზიდენტის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მან დაინახა ფართო შეთანხმების შესაძლებლობა. რურუას საკითხი იყო ერთ-ერთი საკვანძო, რათა ჩვენ დაგვენახა, რომ ხელისუფლებამ გადადგა ეს ნაბიჯი. ამ შემთხვევაში, ქალბატონმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, კრიზისის განმუხტვის პირველი ნაბიჯი გადაედგა, პირველი გადაწყვეტილება მიეღო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური იმისთვის, რომ პროცესი უფრო პოზიტიურად გაგრძელდეს, ანუ ფართო შეთანხმებას მივაღწიოთ“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზად არის, შეიწყალოს გიორგი რურუა, თუ პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში, ხოლო მეორე მხრივ, მედიატორები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა.