ხათუნა სამნიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს, ალბათ ბოიკოტიდან პარლამენტში დაბრუნების მიზეზს ეძებენ
ხათუნა სამნიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს, ალბათ ბოიკოტიდან პარლამენტში დაბრუნების მიზეზს ეძებენ

არ მგონია, რომ მხოლოდ მავნებლური კანონპროექტების გასაპროტესტებლად აგვირჩია ამომრჩეველმა. ყველა ველზე უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით საპარლამენტო კონტროლი უნდა გაძლიერდეს, თუ გვინდა, რომ ნდობა დავიბრუნოთ, – ამის შესახებ დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს – ხან ბოიკოტით, ხან მანდატების დატოვებაზე საუბრით.

„ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. მათ მოსაზრებას არ ვეთანხმები, რომ ბოიკოტია გამოსავალი ან პარლამენტის დატოვება, ეს არის ყველაზე კომფორტული „ქართული ოცნებისთვის“. არ მგონია, რომ მხოლოდ მავნებლური კანონპროექტების გასაპროტესტებლად აგვირჩია ამომრჩეველმა. ყველა ველზე უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით საპარლამენტო კონტროლი უნდა გაძლიერდეს, თუ გვინდა, რომ ნდობა დავიბრუნოთ. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს – ხან ბოიკოტით, ხან მანდატების დატოვებაზე საუბრით, არ ვიცი. ალბათ ბოიკოტიდან პარლამენტში დაბრუნების მიზეზს ეძებენ, მაგრამ მავნებლური კანონპროექტები მრავლად იქნება და ამიტომ არ არის საჭირო ყველა პრობლემის წინ ბოიკოტზე საუბარი“, – განაცხადა სამნიძემ.