ხათუნა სამნიძე – მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, თუ პოლიტიკური ძალა არ არღვევს ბოიკოტის რეჟიმს, მას უნდა მოვუსმინოთ
მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, თუ პოლიტიკური ძალა არ არღვევს ბოიკოტის რეჟიმს, მას უნდა მოვუსმინოთ და გავაფართოვოთ პოლიტიკური დისკუსია ოპოზიციას შორის, – ასე ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე „გირჩის“ მიერ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დატოვებას.
სამნიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციაში პოლიტიკური დისკუსიას წარიმართოს.
„კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი ამ პროცესში, არის ოპოზიციური ერთიანობა. ჩვენ ერთად ვაგრძელებთ კონსულტაციებს. რაც შეეხება „გირჩს“, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყველა განსხვავებული პოზიცია იყოს განხილული და პოლიტიკური დისკუსია წარიმართოს“, – განაცხადა სამნიძემ.
დღეს, „გირჩის“ ლიდერებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა დატოვეს. ოგორც „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.