ხათუნა სამნიძე - კომპრომისის გარეშე ვერ შედგება შეთანხმება, ორივე მხარე მზად უნდა ვიყოთ კომპრომისებისთვის
ხათუნა სამნიძე - კომპრომისის გარეშე ვერ შედგება შეთანხმება, ორივე მხარე მზად უნდა ვიყოთ კომპრომისებისთვის

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ კომპრომისის გარეშე შეთანხმება ვერ შედგება და კომპრომისებისთვის ორივე მხარე მზად უნდა იყოს.

„სივრცე ასეთი კომპრომისებისთვის და შეთანხმებისთვის გაჩნდება,როდესაც პატიმრების საკითხი იქნება გადაჭრილი. გასაგებია, რომ ხელისუფლება არ აღიარებს და არ უწოდებს მათ პოლიტიკურ პატიმრებს, მაგრამ საზოგადებამ იცის, რომ ესენი არიან ადამიანები, პოლიტიკური დევნის ობიექტები, ჩვენ გვაქვს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი, მართლმსაჯულება გამოყენებულია პოლიტიკური მიზნებისთვის და არა მხოლოდ ამ პატიმრების გათავისუფლება დგას დღის წესრიგში, არამედ გრძელ ვადაზე გათვლილი, გაცილებით უფორ მნიშვნელოვანი სხვა საკითხებიც, ფუნდამენტური ცვლილებებიც, რათა ქვეყანაში აღარ ჰქონდეს ადგილი არც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, არც პოლიტიკურ დევნას და ასეთი ტიპის პოლიტიკურ კრიზისებს, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს უკან“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

სამნიძის განმარტებით, პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება, თუმცა ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას.

„პირველივე დღიდან მე ვლაპარაკობ ორივე მხრის პასუხისმგებლობაზე, უბრალოდ, ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას და ძირითად ტვირთს როგორც ამ ქვეყანაში კრიზისის გადაჭრაზე. ამიტომ როდესაც ვსაუბრობ კომპრომისებზე, ვსაუბრობ ორივე მხარეზე, მაგრამ პირველ რიგში ასეთი ტიპის მზაობა უნდა იყოს ხელისუფლებისგან. ხელისუფლების ასეტი ტიპის განცხადებები ამას ხელს არ უწყობს. როცა ვსაუბრობ კომპრომისზე, სამწუხაროდ, ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რომ არ შემიძლია ვილაპარაკო დეტალებზე. კომპრომისზე და დეტალებზე საუბარი ნიშნავს, რომ ჩვენ საჯაროდ ვილაპარაკოთ ისეთ საკითხებზე, რომელიც ჯერ არ არის განხილული, შეთანხმებული მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს ხელს არ შეუწყობს მოლაპარაკების პროცესს, როდესაც ასეთი რთული ვითარებაა. მედიატორის ფუნქცია სწორედ ისაა, რომ ორი ამ ძალიან დაშორებული პოზიციების შესაჯერებლად თვითონ შემოგვთავაზონ წინადადებები. ჩვენ ვსაუბრობთ ამ ვერსიებზე და ამ იდეებზე“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.