ხათუნა სამნიძე - ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ მოძალადე ჯგუფები ვერ და არ მართა
ხათუნა სამნიძე - ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ მოძალადე ჯგუფები ვერ და არ მართა

ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ მოძალადე ჯგუფები ვერ მართა და არ მართა. ბოლოს, ევროკავშირის დროშა გაანადგურეს, რაც იმის დამადასტურებელია, რომ სამართალდამცველებს ბრძანება ჰქონდათ, ამ ჯგუფებისთვის ხელი არ შეეშალათ და ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა-განადგურების რიტუალი ჩაეტარებინათ, – ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები არ მიატოვებენ.

„ეს არის ამ ჯგუფების მიმართულება რუსული, საპატრიარქოს მიერ მართული კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც ეს ქვეყანა რაც შეიძლება დააშორონ დიდი ნაბიჯებით ევროკავშირს. ეს არ გამოუვათ. ჩემი აზრით, სამართალდამცველ ორგანოებს მითითება ჰქონდათ, არ შეწინააღმდეგებოდნენ რადიკალურ ჯგუფებს, როდესაც ისინი დაიწყებდნენ უკვე მეორედ ევროკავშირის დროშის განადგურებას. ეს არის სიმბოლო, ჩვენება და დემონსტრირება იმის, რომ რადიკალური ჯგუფები გაჩერებას არ აპირებენ და მათი მთავარი სამიზნე არის ამ ქვეყნის დაშორება ევროპისგან, მაგრამ ეს არ გამოუვათ, რადგან ამ ქვეყანას არ მიატოვებენ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები და ეს ქვეყანა რუსეთს და რუსეთის მიერ მართულ საპატრიარქოს არ დარჩება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.