ხათუნა სამნიძე - კელი დეგნანთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რამდენად მნიშვნელოვანია, ხელისუფლება და ოპოზიცია ასეთ დროს ახერხებდნენ გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღებას
ხათუნა სამნიძე - კელი დეგნანთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რამდენად მნიშვნელოვანია, ხელისუფლება და ოპოზიცია ასეთ დროს ახერხებდნენ გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღებას

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი რეგიონში შექმნილი ვითარება იყო.

როგორც ხათუნა სამნიძე ამბობს, ომი არ არის მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგაა და პირდაპირ უკავშირდება საქარველოს.

ხათუნა სამნიძის თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რამდენად მნიშვნელოვანია, ასეთ დროს ხელისუფლება და ოპოზიცია ახერხებდნენ გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღებას.

„შეხვედრაზე მთავარი საკითხი იყო რეგიონში შექმნილი ვითარება და ის მძიმე სურათი, რაც გვაქვს – ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო. ეს ომი არ არის მხოლოდ უკრაინაში, ეს მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგაა და პირდაპირ უკავშირდება საქარველოს. ვისაუბრეთ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე ხაზი გაესვა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს ეროვნული ინტერესების ირგვლივ გაერთიანებული იყოს არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ ხელისუფლება და ოპოზიცია ახერხებდნენ, ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ერთობლივად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და იხილავდნენ საკითხებს, რომლებიც პირდაპირ ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას – რა ნაბიჯებია დაგეგმილი, რა გეგმაა, რა ხედვები აქვს ხელისუფლებას და რა უნდა გაკეთდეს, რათა ქვეყანაში თითოეული მოქალაქე იყოს დაცული. დაცული იყოს ეროვნული ინტერესები და რა თქმა უნდა, მკაფიო პოზიცია ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას, რომ გვერდში უდგას ჩვენს პარტნიორს, უკრაინას და მთელ ცივილიზებულ სამყაროს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.