ხათუნა სამნიძე - IRI-ის კვლევა არ ადასტურებს, რომ ოპოზიციის ერთ პარტიად ან ერთ საარჩევნო ბლოკად გაერთიანება შედეგს მოიტანს, საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ ხედავს ალტერნატივას ოპოზიციის მხარეს
ხათუნა სამნიძე - IRI-ის კვლევა არ ადასტურებს, რომ ოპოზიციის ერთ პარტიად ან ერთ საარჩევნო ბლოკად გაერთიანება შედეგს მოიტანს, საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ ხედავს ალტერნატივას ოპოზიციის მხარეს

ჩემი აზრით, IRI-ის კვლევა არ ადასტურებს, რომ ოპოზიციის ერთ პარტიად ან ერთ საარჩევნო ბლოკად გაერთიანება შედეგს ან წარმატებას მოიტანს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

ხათუნა სამნიძეს მიაჩნია, რომ ერთ ბლოკად გაერთიანება ამ არჩევნებზე გამოსავალი არ არის.

„IRI-ის კვლევა გვეუბნება, რომ ხელისუფლებას დაკარგული აქვს ნდობა, ლეგიტიმაცია, მაგრამ საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ ხედავს ალტერნატივას ოპოზიციის მხარეს. ოპოზიციას ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რომ ეს ალტერნატივა შევქმნათ, მაგრამ, ჩემი აზრით, ერთ საარჩევნო ბლოკად გაერთიანება და ისევ ორპოლუსიანობა ამ არჩევნებზე გამოსავალი არ არის“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.