ხათუნა სამნიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვმუშაობთ 12 რეკომენდაციაზე, მაქსიმალურად გამოვიყენოთ დრო ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრებისთვის
ხათუნა სამნიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვმუშაობთ 12 რეკომენდაციაზე, მაქსიმალურად გამოვიყენოთ დრო ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრებისთვის

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვმუშაობთ 12 რეკომენდაციაზე, მაქსიმალურად გამოვიყენოთ დრო ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრებისთვის. სწორედ ამას ემსახურება ვიზიტი ნიდერლანდებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძის თქმით, ნიდერლანდებში ვიზიტისას საუბარის ერთ-ერთი მთავარი თემა 12 რეკომენდაციაზე მუშაობის საკითხი იყო.

„უმნიშვნელოვანესია შეხვედრა, სადაც საუბარი იყო ყველა თემაზე, როგორც უკრაინის მხარდაჭერასა და ცივილიზაციის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, ასევე ჩვენს ქვეყანაში ამასთან დაკავშირებულ გავლენაზე, მაგალითად, ლტოლვილების საკითხზე, როგორც უკრაინიდან შემოსულ მოქალაქეებზე, ასევე რუსეთიდან გადმოსულებზე. ასევე, საუბარი იყო რეფორმებზეც, რაც დღეს მნიშვნელოვანია, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნაც უკვე ადგილზეა. ამასთან, საუბარი იყო საარჩევნო რეფორმაზე, როგორ უმკლავდება ამას ხელისუფლება, ასევე ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივ მუშაობაზე, რაც ეხება დეპოლარიზაციის საკითხს. ძირითადად, საკითხი იყო საქართველოს ნაბიჯებზე ამ მიმართულებით, რომ ჩვენმა პარტნიორებმა შეძლონ ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი დახმარება“, – განაცხადა სამნიძემ.