ხათუნა სამნიძე - ვახტანგ გომელაურთან იქნება ძალიან ბევრი, მკაცრი და მწვავე კითხვა
ხათუნა სამნიძე - ვახტანგ გომელაურთან იქნება ძალიან ბევრი, მკაცრი და მწვავე კითხვა

ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ პარლამენტის კომიტეტის სხდომა გაცილებით მეტი შეკითხვების დასმის საშუალებას იძლევა, სესიაზე კი დეპუტატისთვის კითხვის დასმისთვის შეზღუდული დროა.

მისივე თქმით, სწორედ ამან განაპირობა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

„ჩვენმა ფრაქციამ ორჯერ დაიბარა გომელაური პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე და კომიტეტის სხდომა უფრო მეტი შეკითხვების დასმის საშუალებას იძლეოდა. სესიაზე თითოეული დეპუტატისთვის დრო შეზღუდულია და ჟურნალისტების, აქტივისტების მხრიდან შეუძლებელია შეკითხვების დასმა. სწორედ ამიტომ არის ის მოწვეული სესიაზე და არა კომიტეტზე, სადაც ვითხოვდით მოსვლას. ორჯერ გავაგზავნეთ მოთხოვნა. დღეს შეკითხვები იქნება ძალიან ბევრი, მკაცრი და მწვავე. არ მაქვს მოლოდინი რომ გომელაური ამ კითხვებს უპასუხებს. როგორც ვიცი, მთელი ოპოზიციური სპექტრი იქნება ამ სხდომაზე. კითხვები ეხება ხუთ ივლისამდე პერიოდს, პრევენციულ ღონისძიებებს, ასევე ხუთ-ექვს ივლისს და ხუთი-ექვსი ივლისის შემდეგ რომ ვერ ვხედავთ ორგანიზატორებზე საქმეების გახსნას“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.