ხათუნა სამნიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელსაც მძიმე პოლიტიკური წარსული, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნის სერიოზული გამოცდილება აქვს
ხათუნა სამნიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელსაც მძიმე პოლიტიკური წარსული, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნის სერიოზული გამოცდილება აქვს

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელსაც მძიმე პოლიტიკური წარსული, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნის სერიოზული გამოცდილება აქვს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველი ნაბიჯი გადადგა, რათა ქვეყანას კოალიციური მთავრობა ჰყავდეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელსაც აქვს მძიმე პოლიტიკური წარსული, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნის სერიოზული გამოცდილება. დღეს მან გადადგა პირველი ნაბიჯი, რათა ქვეყანას ჰყავდეს კოალიციური მმართველობა. „ნაციონალურმა მოძრობამ“ გადაწყვიტა, შექმნას ფართო საარჩვენო ბლოკი და ამ ბლოკით შეცვალოს ხელისუფლება. ჩვენ ვიცით, რომ დღეს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ცალკე აღებულს არ აქვს შესაძლებლობა, აიღოს უმრავლესობა და დააკომპლექტოს ერთპარტიული მთავრობა. ამიტომ ჩვენ, „რესპუბლიკელები“ გავერთიანდით ამ ბლოკში და ჩვენი შესაძლებლობებისა და მანდატის ფარგლებში, შევიტათ წვლილს, რომ ამ ქვეყანამ მიღოს ახალი კოალიციური, ძლიერი მთავრობა.

პოლიტიკა არ არის არც სიძულვლი არც შიში, არც წარსულის კომპლექსები. პოლიტიკა არის საერთო ღირებულებებით და ინტერესებით იმის გაკეთება, რომ ეს ქვეყანა წავიდეს წინ. დღეს არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ასე უშლიდეს ნერვებს და ასე აღიზიანებდეს ბიძინა ივანიშვილს, როგორც მთავარი ოპიზიციური პარტია „ნაციონალური მორაობა“. დღეს არ არის შესაძლებელი, რომ ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე შეიცვალოს, მაგრამ არ არის საკმარისი მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობა. ამიტომ აერთიანებს ის სხვა პოლიტიკურ ძალებს და ჩვენ „რესპუბლიკელები“ ვდგავართ ამ საარევნო ბლოკში, რათა ხელისუფლება შეიცვალოს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

პოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატები“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.