ხათუნა სამნიძე - დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამერიკაში მოისმენდა კიდევ უფრო მეტ არგუმენტს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს
ხათუნა სამნიძე - დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამერიკაში მოისმენდა კიდევ უფრო მეტ არგუმენტს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს

საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელის, ხათუნა სამნიძის შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცდომა დაუშვა, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ პარტია ამ გადაწყვეტილებას გადახედავს.

„მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წინ აღვუდგეთ „ქართულ ოცნებას“, რომელიც ცდილობს, არ შეასრულოს შარლ მიშელის დოკუმენტი. „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, რომ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, შეცდომა იყო. იმედი მაქვს, პარტია ამ გადაწყვეტილებას გადახედავს და სხვა ოპოზიციურ პარტიებს გვერდში დაუდგება ამ დოკუმენტის შესრულებაზე. დარწმუნებული ვარ, ამერიკაში პარტია კიდევ უფრო მეტ არგუმენტს მოისმენდა, რომ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს. ეს დოკუმენტს პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიული მომავალი და მნიშვნელოვანია, მას შემოუერთდეს“, – განაცხადა სამნიძემ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ დღეს განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს „ამნისტიის შესახებ“ კანონს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას.