ხათუნა სამნიძე - ბოლოსკენ მივდივართ, ველოდებით, რომ პოზიციები დაახლოვდება და შეთანხმებას მივაღწევთ
ხათუნა სამნიძე - ბოლოსკენ მივდივართ, ველოდებით, რომ პოზიციები დაახლოვდება და შეთანხმებას მივაღწევთ

მთავარი განცხადება, რომელიც ბრიუსელში გაკეთდა, გახლდათ, რომ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად აუცილებელია, მხარეებმა გამონახონ ყველანაირი გზა, მათ შორის კომპრომისი ორივე მხრიდან, რათა მივაღწიოთ შეთანხმებას, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ხათუნა სამნიძე იმედოვნებს, რომ პოზიციები დაახლოვდება და მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდება.

„ეს შეთანხმება ევროპის პასუხისმგებლობაა. ინიციატივა საკუთარ თავზე პირადად აიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელმაც პირველად შეგვახვედრა. ასევე, პრემიერმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება. ამიტომ, ვიტყოდი, მოლაპარაკებების შუა ეტაპზე ვართ, ბოლოსკენ მივდივართ. ჩვენი, ოპოზიციის პოზიციები მედიატორისთვის, დანიელსონისთვის ცნობილია. ველოდებით, რომ ეს პოზიციები დაახლოვდება და შეთანხმებას მივაღწევთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რა წინადადებებს წარმოგვიდგენს ჩვენ ევროკავშირი მედიაციის პროცესში. მედიაცია ნიშნავს, რომ დანიელსონი საკუთარ წინადადებებს წარმოგვიდგენს. შეთანხმება არის გზა ქვეყნის გამარჯვებისა და  განვითარებისკენ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.