ხათუნა სალუქვაძე - ლიეტუვა წარმოადგენს საქართველოს ყველაზე აქტიურ მხარდამჭერ ქვეყანას, რომელიც ყოველმხრივ გვერდში უდგას საქართველოს
ხათუნა სალუქვაძე - ლიეტუვა წარმოადგენს საქართველოს ყველაზე აქტიურ მხარდამჭერ ქვეყანას, რომელიც ყოველმხრივ გვერდში უდგას საქართველოს

ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავის აღსანიშნავად, ნაისაის თეატრი ქართველი მაყურებლისათვის წარმოადგენს სპექტაკლს „გზა სამოთხისკენ“.

საზეიმო ღონისძიება 2018 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის და ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მეასე წლისთავის აღსანიშნავად ტარდება.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძე საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2018 წელი გამორჩეულია ორი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, ვინაიდან საქართველო და ლიეტუვა სწორედ მიმდინარე წელს აღნიშნავენ დამოუკიდებლობის ასი წლისთავს.

ლიეტუვა წარმოადგენს საქართველოს ყველაზე აქტიურ მხარდამჭერ ქვეყანას, რომელიც ყოველმხრივ გვერდში უდგას საქართველოს და მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”, – განაცხადა ელჩმა.

გარდა ამისა, ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოსა და ლიეტუვას ასევე აკავშირებს ჩვენს ხალხებს შორის ტრადიციულად არსებული გამორჩეული ურთიერთსიმპათია, რომელიც წარმოადგენს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მყარ საფუძველს.

„ძალზე სიმბოლურია, რომ ჩვენი გამორჩეული მეგობარი ლიეტუვის რესპუბლიკა სწორედ ამ შთამბეჭდავი სპექტაკლით გვილოცავს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავს“, – განაცხადა ელჩმა.

თეატრი უფასო სპექტაკლებს გამართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში – 15 ნოემბერს სპექტაკლს უმასპინძლებს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 16 ნოემბერს ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრი, 20 ნოემბერს თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრი.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს საელჩო ლიეტუვის რესპუბლიკაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი.