ხათუნა ლაგაზიძე - ცარიელ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში იდენტური პროცესები დაიწყებოდა ყველა მუნიციპალიტეტში და ეს იქნებოდა სახელმწიფო გადატრიალება
ხათუნა ლაგაზიძე - ცარიელ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში იდენტური პროცესები დაიწყებოდა ყველა მუნიციპალიტეტში და ეს იქნებოდა სახელმწიფო გადატრიალება

ცარიელ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში იგივე, იდენტური პროცესები დაიწყებოდა ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ადმინისტრაციაში და ეს იქნებოდა სახელმწიფო გადატრიალება, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ხათუნა ლაგაზიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. 

„ბოდიში მომითხოვია, მეც მათ ტერმინს რომ ვიყენებ, მაგრამ ვის აბოლებენ, რომ ცარიელ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში არაფერი მოხდებოდა და როგორც შევიდოდნენ, ისე გამოვიდოდნენ?! 20 ივნისი დაიწყო, როგორც რუსეთის წინააღმდეგ საერთო ქართული პროტესტი, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ ამას აშკარად ჰქონდა პარლამენტში ძალისმიერად შეღწევის მცდელობის სახე, რასაც ყველანი კადრებში ვუყურებდით“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

ამ განცხადებით ანალიტიკოსი გადაცემაში 20 ივნისის მოვლენებზე გამართულ დისკუსიას გამოეხმაურა.