ხატია მოისწრაფიშვილი - სოციალურად დაუცველი ოჯახებთან მიმართებაში საჭიროა უფრო აქტიური მუშაობა
ხატია მოისწრაფიშვილი - სოციალურად დაუცველი ოჯახებთან მიმართებაში საჭიროა უფრო აქტიური მუშაობა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებთან მიმართებაში საჭიროა უფრო აქტიური მუშაობა.

როგორც მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, მთავარია, სოციალურად დაუცველმა ადამიანებმა დროულად მიიღონ დახმარება.

„აქ საუბარია იმაზე, რომ ეს მექანიზმი და საქმიანობა იყოს ქმედითი და აისახოს იმ მოქალაქეებზე, ვისაც ეს დახმარება ძალიან სჭირდება. საუბარია იგივე სოციალური მუშაკის სამსახურზე, ბევრ სხვა თემაზეც. ისიც ცალსახაა, რომ ამ თემის პოლიტიზება არის დაუშვებელი და გამორიცხული. აქ მთავარი მიდგომა და ამოცანა არის ის, რომ ამ ადამიანებმა მიიღონ დროულად დახმარება, რომელიც ნამდვილად გაიცემა, ოღონდ ყველგან სწორად უნდა მივიდეს ეს ყველაფერი. თუ არის ამისთვის დამატებითი აქტივობები საჭირო, ისიც უნდა განხორციელდეს სწრაფად“, – განაცხადა ხატია მოსიწრაფიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა, სასწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ბავშვებისთვის განსაკუთრებული ზომები მიიღოს.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების აღწერა წლების განმავლობაში მიმდინარეობს.