ხატია დეკანოიძემ 5 ივლისს განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა
ხატია დეკანოიძემ 5 ივლისს განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 5 ივლისს განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით განცხადება შეიტანა.

ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მას განცხადებასთან ერთად თან აქვს ვიდეომასალა, სადაც მისივე თქმით, რამდენიმე პირის მიერ ძალადობისკენ გაკეთებული მოწოდებებია ასახული.

მისი თქმით, ვიდეოებში ჩანს, რომ კონსტანტინე მორგოშია, გურამ ფალავანდიშვილი და ზურაბ მახარაძე ორგანიზებულ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებენ. ხატია დეკანოიძე აღნიშნული პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.