ხატია დეკანოიძე - ვიმუშავებთ კოლეგებთან, რათა საგამოძიებო კომისია რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს, მოვითხოვთ კომისიაზე მათ შორის სააკაშვილის გამოკითხვას
ხატია დეკანოიძე - ვიმუშავებთ კოლეგებთან, რათა საგამოძიებო კომისია რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს, მოვითხოვთ კომისიაზე მათ შორის სააკაშვილის გამოკითხვას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარლამენტში ოპოზიციასთან იმუშავებენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია.

დეკანოიძის თქმით, მოითხოვენ კომისიაზე მიხეილ სააკაშვილის მისვლასაც.

„ვიმუშავებთ ჩვენს კოლეგებთან, ვიმუშავებთ ოპოზიციასთან იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს ეს კომისია. ჩვენი ფრაქცია დღესვე იწყებს ხელმოწერების შეგროვებას, რათა რეალურად ფარდა ავხადოთ იმას, რაც მოხდა სააკაშვილთან მიმართებაში, როგორ მოექცა მას რეპრესიული ინსტიტუტი, პენიტენციური სისტემა. რა თქმა უნდა ის, რომ ეს იყო შეთანხმებული. ასევე, ჩვენ მოვითხოვთ ამ კომისიაზე მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წარდგენას და მის გამოკითხვას“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. ხატია დეკანოიძის თქმით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საკუთარი დღის წესრიგით ბრუნდება.