ხატია დეკანოიძე - ვერ შეგვაშინებენ, ვაგრძელებთ ბრძოლას სამშობლოსთვის
ხატია დეკანოიძე - ვერ შეგვაშინებენ, ვაგრძელებთ ბრძოლას სამშობლოსთვის

ვერ შეგვაშინებენ, ვაგრძელებთ ბრძოლას სამშობლოსთვის, რომელიც გვტკივა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განუცხადა.

„ვერ შეგვაშინებენ, რამდენს დაგვაპატიმრებენ, რამდენს გამოგვკეტავენ ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში. ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სამშობლისთვის, რომელიც გვტკივა. არ შეიძლება გაზის გამოყენება, როგორ შეიძლება დახურულ სივრცეში გამოყენება? ხალხი ცუდად არის. მე ნიკასთან ვიყავი ბოლომდე, ის დააკავეს გავრილოვებმა და როდიონოვებმა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია.

სამართალდამცველები ცოტა ხნის წინ „ნაცმოძრაობის“ ოფისის იმ ოთახში შევიდნენ, სადაც მელია იმყოფებოდა.

„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ნიკა მელია ავტომობილში მოათავსეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.