ხატია დეკანოიძე - ვერ გეტყვით, რა აქვს პრეზიდენტს ჩაფიქრებული, მაგრამ ვისურვებდი, გაცილებით გაბედული ნაბიჯები გადაედგა
ხატია დეკანოიძე - ვერ გეტყვით, რა აქვს პრეზიდენტს ჩაფიქრებული, მაგრამ ვისურვებდი, გაცილებით გაბედული ნაბიჯები გადაედგა

წარმოუდგენელია, პირველ რიგში ის, რომ პრეზიდენტს ვიზიტით არ უშვებენ უკრაინაში, პოლონეთსა და საფრანგეთში. ეს არის სამი ქვეყანა, რომლებსაც ამ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ საფრანგეთში, პოლონეთსა და შესაძლებელია უკრაინაშიც ჩასვლაზე საქართველოს მთავრობისგან უარი მიიღო.

„იცით, რომ პრეზიდენტმა დუდამ დაიწყო უკრაინისთვის მხარდასაჭერად სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ტურნე და ეს არის უმძიმესი, მათ შორის ამ ისტორიულ მომენტში. ეტყობა, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება და იანუკოვიჩიზაციია გზა, რომელზეც „ქართული ოცნება“ ახლა დგას“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

დეკანოიძე სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ არავის შეწყალებას არ აპირებს.

მისი თქმით, ისურვებდა, რომ პრეზიდენტს უფრო გაბედული ნაბიჯები გადაედგა. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ამისთვის კი, პირველ ეტაპზე აუციებელია ნიკა გვარამიას შეწყალება.

„რაც შეეხება მის განცხადებას, მე ვერ გეტყვით, რა აქვს ჩაფიქრებული, ვერ გეტყვით, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს. ერთია, მე რას ვისურვებდი. ვისურვებდი იმას, რომ პირველი – მას გაცილებით უფრო გაბედული ნაბიჯები გადაედგა. ვიცი, რომ მან სტატუსი დაწერა, რომ არასდროს შეიწყალებს და შეწყალება არ განიხილება, მაგრამ ნიკას შეწყალება პირველ ეტაპზე ამ გაბედულებისთვის არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. მე ნიკას დამოკიდებულებაც ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამას ვგულისხმობ ახლა. მეორე, უფრო გაბედულ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუციის დასაცავად ყველა, მთელი ქვეყანა ელის ახლა ყველასგან, ვისაც შეუძლია, ეს ბერკეტები გამოიყენოს. დანარჩენი უკვე ადგილზე გამოჩნდება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში დღეს განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა: „არავინ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების ევროპული მომავალი არ დავიცვა, ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“.