ხატია დეკანოიძე - ვახტანგ გომელაურს თუ არ შეეშინდება, პარლამენტში უნდა მოვიდეს
ხატია დეკანოიძე - ვახტანგ გომელაურს თუ არ შეეშინდება, პარლამენტში უნდა მოვიდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში უნდა მივიდეს.

დეკანოიძის თქმით, თბილისში პოლიციას აქვს შესაძლებლობა, დაიცვას ადამიანის სიცოცხლისა და შეკრების თავისუფლება, თუმცა 5 ივლისის მოვლენების დროს ეს არ იყო უზრუნველყოფილი.

„ვახტანგ გომელაური პარლამენტში უნდა მოვიდეს, თუ არ შეეშინდება. რიგგარეშე სხდომა სწორედ იმიტომ შეწყვიტეს, რომ ჟურნალისტებმა ბანერი გადმოფინეს. ვახტანგ გომელაურს პირისპირ გავესაუბრე და ვკითხე, რატომ ვერ მოახდინა პოლიციამ ადამიანის სიცოცხლის უფლება დაეცვა? რატომ არ ხდება მოძალადების დაკავება, არაფერი მიპასუხა. ალბათ, ის მიპასუხა, რის თქმასაც აპირებდა ტრიბუნასთან. მიპასუხა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და თქვა, რომ პოლიციამ ხალხის სიმრავლის გამო ვერ მოახერხა ჟურნალისტების სიცოცხლის დაცვა. ოპოზიციის აქცია რომ რომ იმართება, ვხედავთ, რამხელა მობილიზაციაა. ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ თბილისში პოლიციას აქვს იმის შესაძლებლობა, დაიცვას ადამიანის სიცოცხლისა და შეკრების თავისუფლება,

დატოვე კომენტარი