ხატია დეკანოიძე - ჩვენს ამომრჩეველთან უფრო გამართული და ეფექტური კომუნიკაციაა საჭირო
ხატია დეკანოიძე - ჩვენს ამომრჩეველთან უფრო გამართული და ეფექტური კომუნიკაციაა საჭირო

უფრო სტრუქტურულად, გამართულად, დალაგებულად, უფრო გეგმურად მოქმედება და ეფექტური კომუნიკაციაა საჭირო ჩვენს ამომრჩეველთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა,

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, პარტია არ არის ერთპიროვნული ვერტიკალის სტრუქტურა.

„ნიკა მელიას და ყველა ადამიანს ჩვენს გუნდში, ეს არ არის ჩრდილოეთ კორეა ან კომუნისტური პარტია, რომ ყველა ერთ აზრზე იყოს, აქვს სხვადასხვა ასეთი გამოხატვის უფლება. მე შეიძლება ერთ რამეში არ დავეთანხმო ნიკას, თუმცა ეს მას უთქვამს ძალიან ბევრჯერ, რომ გაყალბება არ იწყება არჩევნების დღეს, გაყალბება იწყება არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე მოსყიდვით და დაშინებით და ა.შ. ამიტომ ალბათ თავად უფრო კარგად ჩამოაყალიბებს ამ ყველაფერს. დავსხდებით, დავილაპარაკებთ, რადგან პარტია არ არის ერთპიროვნული ვერტიკალური სტრუქტურა. გვაქვს მოსაზრებები, ჩვენი აზრი და ნიკას არასოდეს არ გაურბის არავინ, არასოდეს არ გაურბის არავინ კითხვაზე პასუხს, ამიტომ კიდევ ვიმეორებ, რომ უფრო სტრუქტურულად გამართულად, დალაგებულად და უფრო გეგმურად ჩამოყალიბებულად მოქმედება ალბათ საჭიროა და უფრო ეფექტური კომუნიკაცია ჩვენს ამომრჩეველთან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ბევრი ოპოზიციონერი ამბობს, დავიწყებთ რევოლუციასო და არ იწყება რევოლუცია. მელიას თქმით, სააკაშვილი იქნება თუ სხვა ვინმე, არავის აქვს უფლება, გააკეთოს ერთპიროვნული განცხადება.