ხატია დეკანოიძე – სისტემური რეფორმების გარეშე დეოლიგარქიზაცია არ მოხდება, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტები ერთ ადამიანს ემორჩილება, კანონპროექტი უნდა ჩავარდეს და სისტემური მიდგომა იყოს

16:36, 05.04.2023

ვფიქრობ, სისტემური რეფორმების გარეშე დეოლიგარქიზაცია არ მოხდება, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტები ერთ ადამიანს ემორჩილება და სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა გაძლიერდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტი უნდა ჩავარდეს და სისტემური მიდგომა იყოს.

„ძალაუფლების შემცირება მოხდება არჩევნებით. უკრაინაში სხვა რეალობაა და საქართველოში – სხვა. დეოლიგარქიზაციის კანონის პერსონიფიცირება მოხდება, პირველ რიგში, ოპოზიციაზე. ეს კანონპროექტი უნდა ჩავარდეს და სისტემური მიდგომა იყოს, რასაც პოლიტიკური ნება სჭირდება და აქ კედელს ვეჯახებით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი